“ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს” – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს. ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ინფორმაციას უარყოფს და თემის წამოწევას, ოპოზიციის ინტერესებს უკავშირებს.

„მთავრობა არის ახალი ჩამოყალიბებული, აქედან გამომდინარე ჩვენ გვესმის გარკვეული სპეკულაციები შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ამას არ აქვს საფუძველი. მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და მთავრობა მუშაობს ამ პროგრამის შესაბამისად იმისათვის, რომ განხორციელდეს ის ღონისძიებები, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები იგეგმება. თანამდებობას დატოვებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი შეცვლის. ასევე პოსტებს ვერ შეინარჩუნებენ ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” განსხვავებული პოზიციები აქვთ.

banner
წინა სტატიაშიბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება” – მიხეილ ბენიძე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასანამ მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, თბილისელების ძარცვას გააგრძელებენ – ენმ საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატებს ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს