ცვლილებები სულ იყო და მომავალშიც იქნება – სერგეენკო სამთავრობო ცვლილებებზე

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, როდესაც მან მინისტრთა შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრა, აქტუალურია კითხვა, ვინ დატოვებს სამთავრობო გუნდს და ვისი მუშაობით არის უკმაყოფილო „ოცნების“ თავმჯდომარე.

„რაიმე კონკრეტული არაფერი, ცვლილებები სულ იყო და მომავალშიც იქნება. ახლა, რომ რაიმე კონკრეტული კონსულტაციები იყოს, ამის შესახებ არ მსმენია. ვვარაუდობ, რომ ალბათ იქნება. იმიტომ, რომ აქამდე 64 ჩემი კოლეგა იყო, ვისთანაც მე მქონია სამსახურებრივი ურთიერთობა და ალბათ, მომავალშიც იქნება,“ – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშითემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ომბუდსმენი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ 63 თანამშრომელზე 436 500 ლარის კომპენსაცია გაიცა