ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – აკაკი ზოიძე განმარტბებეს აკეთებს

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, მისი დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ კერძოდ დაზღვეული მოქალაქეები, ასევე შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საყოველთაო დაზღვევა კატეგორიებად დაიყოფა და ის შეძლებულ ფენას არ შეეხება.

მისი თქმით, ინიციატივა ახალი არ არის და ის საარჩევნო პროგრამაშიც იყო წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, თითოეული მოქალაქე ისევ დარჩება დაზღვეული გამაღარიბებელი ხარჯებისგან. ეს შეიძლება იყოს ასეულობით ლარი. პაკეტები შეიცვლება ისე, რომ თითოეულ მოქალაქეს ექნება იმ მოცულობის დაფინანსება, რომელიც მას სჭირდება ქონებრივი მდგომარეობის და შემოსავლების მიხედვით.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, არცერთ შემთხვევაში მოქალაქე სახელმწიფო დაზღვევის მიღმა არ დარჩება, მაგრამ შედარებით მდიდარი ადამიანების კერძო დაზღვევის ლიმიტს ხარჯი გადააჭარბებს, ჩაერთვება გადაზღვევის სისტემა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც ფართო განხილვით მოხდება შეჯერება. დიფერენცირება სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვით მოხდება.

რაც შეეხება კერძო დაზღვევის მქონე პირებს, მოხდება მათი გადაკვალიფიცირებაც. საშუალო ფენას ექნება ბაზისური პაკეტი საყოველთაო ჯანდაცვიდან და შემავსებელი კერძო დაზღვევიდან, სურვილის შემთხვევაში.

მაღალ ფენას ექნება კატასტროფული ხარჯების გადაზღევევის სისტემას. ზოიძე ამბობს, რომ დანაზოგი მოხმარდება ღარიბ მოსახლეობას, არსებული პაკეტი მედიკამენტების ხარჯზე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ღლონტი არ გამორიცხავს, რომ “მაესტროს” წილების გაყიდვით მოქმედი ან ყოფილი პრემიერები იყვნენ დაინტერესებული
შემდეგი სტატიასაქართველოში შესაძლოა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ქვეყნების პარლამენტების შეხვედრა გაიმართოს