„ცვლილებები მერიაში ამჟამადაც გრძელდება და პროცესი მქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება“

დავით ნარმანიამ, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და საკადრო რესურსების ეფექტურად გადანაწილებაზე ისაუბრა.

თბილისის მერმა ყურადღება სტრუქტურაში დაწყებული გადაადგილებების შესახებ გაამახვილა.

„ცვლილებები მერიაში ამჟამადაც გრძელდება და მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, მოამზადონ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა არის დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში და აღნიშნული ინფორმაცია დეტალურად გავაცნოთ, როგორც ქალაქ თბილისის საკრებულოს, ასევე საზოგადოებას. პროცესი წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად, რათა მომავალში აღნიშნული საკითხი ჩვენი ოპონენტების მხრიდან სხვადასხვა სახის სპეკულაციის საგნად არ იქცეს და საზოგადოება შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: ნოემბერ-დეკემბერში თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს