ექსკლუზივი: ცვლილებები ახალ მთავრობაში

14808878_660076427485881_1298049863_o,,თაიმერს,, სახელისუფლო წრეებთან დაახლოებულმა წყარომ, ახალი მთავრობისა და პარლამენტის ფორმირებაში მიმდინარე მოვლენებზე ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა.
წყაროს ცნობით, ახალ მთავრობას, რომელსაც პრემიერი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა მინისტრად ნოდარ ხადური არ ეყოლება. მის ადგილზე ,, ოცნების,, ხელმძღვანელობა, პარტიული სიის ათეულში მყოფ ყოფილ ბიზნესომბუდსმენს – გიორგი გახარიას განიხილავს და ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ასევე გადაწყვეტილია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი დარჩეს ეკონომიკის მინისტრად.
წყაროს ინფორმაციით, ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ახალ მთავრობაში ვერ მოხვდება, თუმცა ვინ შეცვლის მას ამ დრომდე უცნობია. თანამდებობებს ინარჩუნებენ დავით სეერგენკო და კახი კახიშვილი.
,,თაიმერთან,, საუბარში წყარო აცხადებს, რომ ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ახალ მთავრობაში არ დაბრუნდება. კალაძის კანდიდატურა გიორგი ვოლსკისთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ და პუტინმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს
შემდეგი სტატია,,ევროპული დიპლომატიის სირცხვილი,,