“ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება, როგორც პარტიულ აქტივს”- თენგიზ ფხალაძე

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებთან პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის პარტიული დავალებების მიცემა.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანა-ბანაა, რომ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ არ ეძლევათ პარტიული დავალებები. უაღრესად სამწუხარო და ძალიან ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება, როგორც პარტიულ აქტივს და აძლევს პარტიულ დავალებებს. ეს არის ის სამართლიანი პრეტენზია, რომელსაც ქართული საზოგადოება უყენებდა წინა ხელისუფლებას და რისი პრაქტიკაც დასრულდა 2012 წელს. დიპლომატიური კორპუსისთვის მსგავსი სახის დავალებების მიცემა, სრულიად მიუღებელია,“- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა
შემდეგი სტატიავანო ჯავახიშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა