ცუცქირიძე: დღეიდან ეს იქნება უკვე თვითმარქვია, თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას

„ზუსტად არ ვიცი, ვინ წავიდა, მაგრამ მნიშვნელოვანია საგარეო ფორმატში ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენი პოზიციების მათთვის თქმა, განმარტება. ასე რომ, ჩვენ ხან ვიქნებით აქციაზე, ხან ვიქნებით დიპლომატიაში, ხან ვიქნებით სხვაგან. ეს არის ბრძოლა, რომელსაც სჭირდება ყველა მიმართულებით მუშაობა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა არის ის, რაც არაერთხელ გამოაცხადეს.

„ეს არის ბრძოლა სამოქალაქო პროტესტის საშუალებით, სამართლებრივი და სხვა პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით და ეს არის ბრძოლა დიპლომატიურ ფრონტზე.

ამ გეგმას მივყვებით. დღეს არაფერი მთავრდება. დღეს იწყება ახალი ეტაპი. ეს არ არის პარლამენტი.დღეიდან ეს იქნება უკვე თვითმარქვია, თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას. ეს არის პარლამენტი, რომელსაც არ აქვს პრეზიდენტის ლეგიტიმაცია, არ აქვს ხალხის ლეგიტიმაცია და საერთაშორისო მეგობრების ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგაური: ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანია, ვინც ეს პარლამენტი აირჩია
შემდეგი სტატიანიკა მელია: მთელი ცხოვრება რომ იცხოვროს, შალვა ნათელაშვილთან ახლოს ვერასდროს მივა პაპუაშვილი