ავღანეთში ერთი უბანი – ქართულმა ოცნებამ, მეორე კი ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო

ავღანეთის მონაცემები ცნობილია. ცესკომ ავღანეთის ორი უბნის მონაცემები დაითვალა და ცნობილი გახდა, რომ ერთი უბანი ქართულმა ოცნებამ მოიგო, მეორე კი – ნაციონალურმა მოძრაობამ.
ბაგრამის უბანზე 1171 ჯარისკაცმა გააკეთა საკუთარი არჩევანი და ყველაზე მეტი ხმა 564 – ქართულმა ოცნებამ მიიღო, ენმ-მა 232 ხმა, ხოლო თავისუფალმა დემოკრატებმა – 214.
მეორე – მაზარი შარიფის უბანზე კი 132 სამხედრომ გააკეთა საკუთარი არჩევანი და მათგან უმეტესობამ ხმა ენმ-ს მისცა. კერძოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ – 65 ხმა, ქართულმა ოცნებამ – 50, ხოლო თავისუფალმა დემოკრატებმა 7 ხმა მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა – დავით გამსახურდია
შემდეგი სტატიადაპირისპირება ზუგდიდში – ხმის დათვლის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს