10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

“ცრუობს პენიტენციური სამსახური”- ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სიცრუეში ადანაშაულებს და პენიტენციურ დაწესებულებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს.

პენიტენციურმა სამსახურმა მანამდე გავრცელებულ განცხადებაში უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საიას ადვოკატს უფლებამოსილების განხორციელებისას ხელი შეეშალა. უწყების მტკიცებით, საიას ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, ხოლო უფლებადამცველის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციას წარმოადგენდა.

ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის თქმით, პენიტენციური სამსახურის არცერთ თანამშრომელს ჩანაწერების შინაარსი არ შეუმოწმებია, შესაბამისად, უწყების პოზიცია უსაფუძვლოა:

„ცრუობს პენიტენციური სამსახური, მათ არცერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა“, — წერს ჯუმბერ ქათამაძე სოციალურ ქსელში.

უფლებადამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დოკუმენტირებას შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის. მისი შეფასებით, ამ პროცესის შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის საქმიანობაში ჩარევასა და მსჯავრდებულის დაცვის უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

„სივრცეში, სადაც მოვლენები ვითარდებოდა, დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, რომლებზეც ხელი მხოლოდ მათ მიუწვდებათ. მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ (მინიმუმ არ წაშალონ) კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას“, — აცხადებს საიას ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიგორში პენსიონერისთვის ბანკომატიდან ფულის მოპარვის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია“ევროკავშირს სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის” – კოსი