ცრუ მოწმის თქმით, პროკურატურის დავალებით, გახმაურებულ პროცესებზე გამოგონილ ამბებს ყვებოდა

საიდუმლო აგენტის სატელევიზიო აღსარება – კურიერს ინტერვიუს აძლევს ცრუ მოწმე, რომელიც, პროკურატურის დავალებით, გახმაურებულ პროცესებზე გამოგონილ ამბებს ყვებოდა.

არაერთი გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამბობს, რომ უკანონო საქმიანობას მას მოქმედი პოლიციელი აიძულებდა. საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რესპონდენტმა კონფიდენციალობის დაცვა ითხოვა.

ის ბრალდების მოწმე იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, გენერალი გიგი კალანდაძის, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის და სხვების საქმეებში. მისი თქმით, პროკურატურამ მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ტერორიზმისთვის გასამართლებული კოჭოიას შესაძლო წამების საქმეზე.

ის ამტკიცებს, რომ ჩვენებები ჯერ დააზეპირებინეს, შემდეგ კი ხელი მოაწერინეს დოკუმენტს, სადაც ეწერა, რომ ის პირადად ხედავდა, როგორ აწამებდნენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულს ყოფილი მაღალჩინოსნები.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ის სასჯელს გლდანის ციხეში სწორედ კოჭოიასთან ერთად ერთ საკანში იხდიდა. რესპონდენტის თქმით, მოლაპარაკებაზე მასთან ნაცნობი პოლიციელი დადიოდა, რომელიც ჯერ საპატიმროდან გამოსვლაში დაეხმარა, შემდეგ კი ხელმძრვანელობის გზავნილები გადასცა.

პოლიციელი ლაშა მელექია, კურიერის ინფორმაციით, საბურთალოს პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.  რესპონდენტის თქმით, მოქმედი პოლიციელს შემუშავებული აქვს კორუფციული სქემა, რომლითაც ადამიანებს ფულს სძალავს.

რესპონდენტის ინფორმაციით, ლაშა მელექიას სქემით დაზარალებულები ახლა მას და მის ოჯახს ემუქრებიან. რესპოდენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ის სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

ის მოქმედი პოლიციელის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს და მომავალ კვირას განცხადებას შსს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურაში შეიტანს. მის ინტერესებს კი სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიბრედ პიტმა სექსზე უარი თქვა
შემდეგი სტატიავის ბრალდება ზვიად გამსახურდიას მკვლელობა-გამოხმაურება რუსთავი2-ის რეპორტაჟზე