,,ცრუ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ” – მიხეილ იაშვილის მეუღლე

მთაწმინდის პოლიციის განყოფილებაში ცრუ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ, თითქოს ჩემი ქმარი კახა ძნელაძის მკვლელობის დღეს, სახლიდან იყო გასული, – ამის შესახებ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის მეუღლემ ჯულიეტა იაშვილმა სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ კი აღნიშნულ ჩვენებას არ მისცემდა, ემუქრებოდნენ, რომ მეუღლეს 15-20 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

ამასთან, ბრალდებულის მეუღლის თქმით, მას მოკლული კახა ძნელაძის ცოლი პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდა.

“ძნელაძის მკვლელობის დროს, ჩემი მეუღლე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, სახლში იყო, რადგან წოლითი რეჟიმი აქვს. ამის მოწმეები არიან მეზობლები. არც ის არის მართალი, რომ ჩემ მეუღლეს ძნელაძესთან დაპირისპირება ჰქონდა ადრე. მიხეილ იაშვილი უდანაშაულოა. ის ერთი წლის წინ გათავისუფლდა და პოლიცია გამუდმებით აიძულებდა ქვეყნის დატოვებას მაგრამ ინვალიდია და შეუძლებელია გადაადგილება”, – განაცხადა იაშვილის მეუღლემ.

 

banner
წინა სტატიაშიისნის გამგებელი – შევხვდებით დაზარალებულებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქართველომ” ამბროლაურში მერობის კანდიდატი წარადგინა