33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ცრუ ბრალდებების გამო ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რუსეთის დიპლომატები დაიბარეს

Euronews-ის ინფორმაციით, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რუსეთის დიპლომატები დაიბარეს.

გამოცემა წერს, რომ ბალტიის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ბალტიის ქვეყნებიდან რუსულენოვანი მოსახლეობის თითქოსდა დეპორტაციის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რათა უკრაინის ქალაქებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმებიდან ყურადღება გადაიტანოს

“რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიიდან, საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და ამით თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულებისთვის”,- განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Euronews-ს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ იოსებ სიგუასთვის ელექტონული ზედამხეველობის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა