CRRC საქართველო – გამოკითხულთა 41%-ის აზრით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებით მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 1, 2018 11:53

CRRC საქართველო – გამოკითხულთა 41%-ის აზრით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებით მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება

CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კვლევაში მონაწილეთა 41% ფიქრობს, რომ საქართველოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებით, გაუმჯობესდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

კვლევის მონაცემებით, 24%-ის აზრით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას, 12%-ს მიაჩნია, რომ ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, 5%-ის თქმით, საქართველო უფრო მეტად იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან, 5%-ის აზრით, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნება, 2% ამბობს, რომ უვიზოდ შეძლებს ევრაზიული კავშირის ქვეყნებში მოგზაურობას.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 7% სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, 12% – ძირითადად უჭერს მხარს, 24% – ნაწილობრივ უჭერს, ნაწილობრივ არა, 12% – ძირითადად არ უჭერს მხარს, 26% – საერთოდ არ უჭერს მხარს.

კავკასიის კვლევითმა რესურსების ცენტრმა, საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა, “კავკასიის ბარომეტრი 2017 “ წლის შედეგები დღეს წარადგინა. პრეზენტაცია მოსახლეობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზეა ფოკუსირებული.

კვლევში წარმოდგენილია მოსახლეობის პოზიცია რომელი ქვეყანა აღიქმება ხალხის მიერ საქართველოს მეგობრად და რომელი მტრად, რომელ გაერთიანებაში გაწევრიანებას უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა – ევროკავშირში, ნატო-სა თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.

კავკასიის ბარომეტრი ერთადერთი გამოკითხვაა, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად, 2013 წლიდან კი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და აღწერს საქართველოს სრულფასოვანი მოსახლეობის შეხედულებებს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 1, 2018 11:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,372
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics