ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და ფარები ზუგდიდში – “კურიერმა” ქალაქის ქუჩებში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები დააფიქსირა

ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და ფარები ზუგდიდში – ქალაქის ქუჩებში ჟურნალისტებმა გადაიღო სამარშუტო ტაქსი, რომელშიც იმყოფებოდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. მათ კომენტარი არ გააკეთეს.

მედიასაშუალებების ინფორმაციით ისინი ზუგდიდის ქუჩებში გადაადგილდებიან, თუმცა, რა მისიით მოძრაობენ, უცნობია. ჟურნალისტების გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ, მათ ტერიტორია დატოვეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული ზუგდიდში, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

შს მინისტრმაც, გიორგი გახარიამაც, დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ ძალების მობილიზება დაძაბულობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მიზნით მოხდა.

banner
წინა სტატიაშიკანონდებლობა არ კრძალავს ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარეთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამან არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება
შემდეგი სტატიამარნეულში, სოფელ ყიზილაღჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს