აქციის მონაწილეების თქმით, წყლის ჭავლის მანქანა უშვებდა წყალთან ერთად დაუდგენელ ქიმიურ ნივთიერებას რომელიც იწვევდა მომენტალურ სპაზმს და ადამიანი გონებას კარგავდა.
“საიას” აღმასრულებელი დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, გარეული იყო რაღაცა ტიპის ნივთიერება, რომელიც რეაქციას იწვევდა.
ეს იყო სრულიად გასული კანონს ფარგლებიდან – აცხადებს ქურდოვანიძე.
გამოყენებული საშუალებები, რა თქმა უნდა იყო უკანონო. არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ის ძალა, რომელიც გამოიყენა. ის იყენებდა სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რომელშიც სავარაუდოდ იყო გარეული, რაღაცა ტიპის ნივთიერება, რომელიც იწვევდა რეაქციას. ეს იყო სრულიად გასული კანონს ფარგლებიდან, ეს იყო სრულიად გასული საერთაშორისო სტანდარტებიდან და იქცეოდა ხელისუფლება ისე, რომ მას უბრალოდ უნდოდა დემონსტრაციულად დაესაჯა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის ღირსებას გუშინ. შერევა ორი საშუალების ერთმანეთთან და ამ გზით დემონსტრანტების წინააღმდეგ მისი გამოყენება არის საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევა და მოწოდება, რომ ვინმემ ის გამოიძიოს უკვე უადგილოც არის, აქედან გამომიდინარე, რომ ჩვენ არცერთი ასეთი ფაქტი არ გვიხილავს, რომელიც გამოუძიებია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს”, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.