Credit Suisse -ის ექს- ბანკირის მიერ ბიძინა ივანიშვილის და რამდენიმე რუსი ბიზნესმენის თანხების მითვისების საკითხზე ჟენევაში ახალი გამოძიება დაიწყო

Bloomberg -ის ცნობით, ახალი გამოძიება პატრიკ ლესკადრონის წინააღმდეგ, სააპელაციო განხილვის და მისი ციხიდან გამოსვლიდან 7 კვირის შემდეგ დაიწყო. ლესკადრონმა ციხე ნოემბერში დატოვა, სასჯელის მისჯიდან 8 თვის შემდეგ.

შვეიცარიელი პროკურორები სამ წლის შემდეგ ისევ ეძებენ იმას, თუ როგორ გააყალბა ლესკოდრონმა 2009-2011 წლებში რუსეთში ერთ-ერთი კლიენტის საბანკო ამონაწერები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული 2017 საბრალდებო დასკვნაში.

გამოძიება 18 იანვარს ამ კლიენტის ადვოკატის, ჯორჯო კამპას მიერ წარდგენილი სისხლის სამართლის საჩივრის შემდეგ გაიხსნა.

პროკურორები ისვე დაუბრუნდებიან საქმის ძველ მასალებს, რომლითაც ბოლოს ლესკოდრონს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. თავიდან ჩაუტარდება ექსპერტიზა ლესკადრონის პირად კომპიუტერსაც.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კამპა და სხვა ადვოკატი ჟენევიდან, რომლებიც წარმოდგენენ დაზარალებულებს, მათ შორის მილიარდერს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავის მხრივ ლესკოდრონის „ყველაზე დიდი მსხვერპლია“, ამტკიცებენ, რომ ბანკმაც უნდა აიღოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ლესკოდრონის თაღლითობისთვის.

“არ არსებობს იმის საფუძველი, რომ Credit Suisse თანამშრომელიც იყო ჩართული ამ ხელით შექმნილ განცხადებებში”, – პასუხობენ კლიენტებს Credit Suisse -ში.

როგორც ცნობილია, მოსამართლემ 54 წლის ბანკირი დამნაშავედ 2018 თებერვალში ცნო და განაცხადა, რომ ამ ოპერაციების შედეგად მან 30 მილიონი ფრანკი მიითვისა.

სასამართლომ ლესკადრონს 130 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 138 მილიონი დოლარი) ოდენობის ზიანის ანაზღაურება და კლიენტებისთვის კომპენსაციის სახით 22 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 23 მილიონი დოლარი) გადახდა დააკისრა.

წყარო

banner
წინა სტატიაშიჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია
შემდეგი სტატიაგეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს