ცქიტიშვილის მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა.

გიგა კაცია 2012-2017 წლებში “თიბისი ბანკში” კორპორატიული დირექტორის მოადგილე იყო, მანამდე გენერალური დირექტორის მრჩეველი, 2009 წელს “ვითიბი ბანკის” ვიცე პრეზიდენტი, მანამდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი, სხვადასხვა პოზიციაზე ბანკ “რესპუბლიკაში”.

დამთავრებული აქვს გერმანიაში შპარკასეს საბანკო სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.

მაია ცქიტიშვილს უკვე 4 მოადგილე ჰყავს – პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი და გიგა კაცია.

banner
წინა სტატიაში“ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება”
შემდეგი სტატიაინტერნეტით ნარკორეალიზაციის სქემა გამოვლენილია – შსს გამაღებლების დანაშაულებრივ სამოქმედო გეგმას ასაჯაროებს