“მე ვფიქრობ, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება 4 ოქტომბერს მოხდეს, არის ის, რომ რამდენიმე პარტია ბოიკოტში იყოს, რამდენიმე კი არჩევნებში მონაწილეობდეს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, ჩვენს ქვეყანას გავუკეთო. ვფიქრობ, რაღაცნაირად, გარკვეული პოზიციების დაახლოება უნდა მოხდეს. არც ერთი მხარე უნდა იყოს კატეგორიული და არც მეორე […] კონკრეტულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ყველაზე კრიტიკულია, რომ დღეს ერთი პოზიცია იყოს – ან ყველა მივდივართ არჩევნებზე, ან არავინ. ჩემი აზრით, ამას ალტერნატივა არ აქვს,-თქვა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა TV პირველის ეთერში.