ცქიტიშვილი: სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა, საქმიანობის შეზღუდვა – არ იგეგმება

“სახლიდან გამოსვლის შეზღუდვა, საქმიანობის შეზღუდვა არ იგეგმება”- ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა “ქრონიკაში” განაცხადა.

“იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადოთ სისტემური ლოქდაუნი, რომელიც გულისხმობს, თუნდაც სახლიდან გამოსვლის შეზღუდვას ან საქმიანობის შეზღუდვას და ა.შ

თუმცა, განვიხილავთ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების ან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებას. ეს აუცილებლობა განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით ”

banner
წინა სტატიაშიშსს: დაკავებულია პირი, რომელმაც სუპერმარკეტში ყოფილ მეუღლეს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს