ცქიტიშვილი: არეულობის მცდელობისას ლარის კურსის რეაგირება არ უნდა გაგვიკვირდეს

ვიცეპრემიერი, მაია ცქიტიშვილი ლარის გაუფასურებას და მერყეობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ამბობს, რომ ვალუტის კურსის რეაგირება არ უნდა გაგვიკვირდეს. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უპასუხა.

“ჩვენ ვხედავთ შევარდნების მცდელობას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დაძაბულ, მართულ პოლიტკურ პროცესს, რომელიც გასაგებია, რომ ეს არის პოილიტიკური პროცესი, მაგრამ როდესაც ეს ხდება, როდესაც ამას აკეთებენ და მიზანმიმართულად აკეთებენ პოლიტიკური პარტიები, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივიცი გზით გაარკვინ არჩენვების შედეგები. როდესაც ნაცვლად ამისა ჩვვენ ვხედავთ ასეთი არეულობის მცდელობას, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენი ვალუტის კურსი რეაგირებს ამაზე”, – ამბობს მაია ცქიტიშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი “ოცნების” ხელისუფებაა. მათივე თქმით, “ოცნების” მმართველობამ საქართველო კომუნიზმში, ერთპარტიულ მმართველობაში დააბრუნა.

banner
წინა სტატიაში“მოპარული პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა წარმოუდგენელია”
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: ნებისმიერი დიდი თავშეყრა, იქნება სარიტუალო სუფრა, თუ მიტინგი, პანდემიის დროს ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია