CPJ: მსოფლიოში ყველაზე მეტი დაპატიმრებული ჟურნალისტი თურქეთშია

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით დააპატიმრეს 262 ჟურნალისტი, რაც ახალი რეკორდია 2016 წლის ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ. გასულ წელს, პროფესიული საქმიანობისთვის დაპატიმრებული იყო 259 ჟურნალისტი.
CPJ-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მეორე წელია დაპატიმრებული ჟურნალისტების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი მოდის თურქეთზე, ჩინეთსა და ეგვიპტეზე. ამ ქვეყნებში ციხეში აღმოჩნდა სულ 134 ჟურნალისტი, მათგან 73 თურქეთში.
ელენა ბეისერის ხელმოწერილი ანგარიში თანახმად, მეორე წელია ზედიზედ თურქეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული.
″თურქეთში 2016 წლის ივლისში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრესაზე ზეწოლა გაიზარდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზოგიერთ ჟურნალისტს ბრალად დასდეს, რომ აპლიკაცია Bylock-ს იყენებდნენ და სავარაუდოდ, გიულენის ინსტიტუტებს შორის მოხსენიებულ ბანკებში ანგარიშები ჰქონდათ″, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დაპატიმრებული ჟურნალისტების სამ-მეოთხედს ბრალად დასდეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საკმაოდ ფართო და ბუნდოვანი ანტიტერორისტული კანონების საფუძველზე. ამასთან, 35 ჟურნალისტი დააპატიმრეს ბრალის წარდგენის გარეშე.
CPJ-ის შეფასებით, მსგავსი კანონებით, კრიტიკული ჟურნალისტიკის ჩახშობას ცდილობენ. ანგარიშში ასევე, საერთშორისო თანამეგობრობას გლობალური პრობლემის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის არ ქონის გამო აკრიტიკებენ.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, წელს მსოფლიოში ″არასწორი ახალი ამბების″ გავრცელების ბრალდებით დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობამ 21-ს მიაღწია, რითაც რეკორდი დამყარდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-მა ზეწოლა არ მოახდინა თურქეთის და ჩინეთის ლიდერების ავტორიტარულ ქმედებებზე.

banner
წინა სტატიაში  ყარაბაღში სროლები განახლდა- მოკლულია აზერბაიჯანელი სამხედრო
შემდეგი სტატიაევროკავშირი თავდაცვის ახალ სტრუქტურას აყალიბებს