Covid19-ით 27 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, პირველ ნოემბერს კორონავირუსით 27 წლის გოგო გარდაიცვალა.

მისი ოჯახის ცნობით, პაციენტი საავადმყოფოში ვერ გადაჰყავდათ, რადგან კლინიკებში ადგილი არ იყო, ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი სასწრაფო დახმარება პაციენტის ოჯახმა გარდაცვალების წინა დღეს გამოიძახა. მათი განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ დაუდასტურდა ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი.

“პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ორჯერ დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს, დაბალი წნევის მოტივით დაფიქსირებული გამოძახება გააუქმა ზარის ინიციატორმა, რომელმაც განაცხადა, რომ პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და აღარ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

მეორე გამოძახება სუნთქვის გაძნელების მოტივით 31 ოქტომბერს, 01:27 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მისამართზე მყისიერად გავიდა და პაციენტი ცხელებით გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდ-19-ზე და დადგინდა კოვიდინფექცია. სამწუხაროდ, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას”. – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიმელია: ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეზღუდვები უკანონო იყო
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: პანდემიის მიუხედავად ცესკომ შეძლო სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება