Covid 19 – მლნ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველომ გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს გადაუსწრო

region
ავტ.: region ნოემბერი 22, 2020 14:01

Covid 19 – მლნ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველომ გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს გადაუსწრო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს.

22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველო ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით (26,274) მსოფლიოში 219 ქვეყანას შორის 30-ე ადგილზეა. საქართველომ გაუსწრო იტალიას (22,846), პოლონეთს (22,296), შვედეთს (20,574), დიდ ბრიტანეთს (20,574), რუსეთს (14,314), უკრაინას (14,319), გერმანიას (10,946), ბალტიისპირეთის ქვეყნებს და სხვ.

ასევე, ოფიციალური მონაცემებით, მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში 56-ე ადგილზეა (245 გარდაცვლილი) და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია (170). საბერძნეთი (147). თურქეთში მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა, ბელარუსში – 115, აზერბაიჯანში –109.

22 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 104 732 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 85 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 976 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

region
ავტ.: region ნოემბერი 22, 2020 14:01