Covid-19-ის გამო ქუთაისში 2 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ქუთაისში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

როგორც შალამბერიძემ განმარტა, ვირუსი გამოუვლინდა მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს, რის გამოც უწყების ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

“ინფიცირებული არიან ბავშვებიც, რის გამოც ქუთაისში ორი სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, ბავშვები და მასწავლებლები არიან თვითიზოლაციაში”, – ამბობს გუბერნატორი.

სულ იმერეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადგინდა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიათბილისის მერია: ჯარიმების გასაპროტესტებლად მოსული სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა