Covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომელსაც ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდა კონტაქტი

მიმდინარე წლის 25 მარტს N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმების საფუძველზე ორ ბრალდებულს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულს უშუალო შეხება ჰქონდა ამავე დაწესებულების ექთანთან, რომელსაც 20 მარტს დაუდასტურდა ვირუსი. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კონტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება PCR ტესტებით და ყველა პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან იზოლაციაში, დაწესებულებაში არსებულ საკარანტინო სივრცეში, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად დატოვებენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბენდელიანი: პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის
შემდეგი სტატია„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის მოქალაქემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასამართლოში დავა მოუგო