COVID-19 ბოლნისში – სოფელი გეტა მკაცრ კარანტინშია

სოფელი გეტა განსაკუთრებულად მკაცრ კარანტინშია. მიზეზი COVID-19-ია, რომელიც გუშინ 8 ადგილობრივს, ე.წ გაფართოებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა.

დაფიქსირებული 15 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არის. აქედან 8 გეტადან, 7 კი სოფელ მუშევანში აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია, ხოლო მათი კონტაქტები მოძიებული.ბ ოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის თქმით, ყველა პირი რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდგინა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათ ინფექციის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.
მედიკოსები მომდევნო კვირაში მოსახლეობის შემთხვევითობის პრინციპით ვირუსზე შემოწმებას გეგმავენ.

ახალი დაიფიცირებულებების გათვალისწინებით ქვეყანაში ამჟამად უკვე 667-ი ფაქტი ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება – 15 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 20 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 11 046
შემდეგი სტატიაპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა