ცოტნე ზურაბიანი-“ნაციონალური მოძრაობის” მიერ “ქართული ოცნების” დისკრედატიციის მორიგი მცდელობა მორიგი კრახით დასრულდა”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, კონგრესმენი ბეიკონი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთო ინტერესებს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ “ქართული ოცნების” დისკრედატიციის, მისი რუსულ ინტერესებთან დაკავშირების მორიგი მცდელობა მორიგი კრახით დასრულდა.

ერთ-ერთი ხელმომწერი კონგრესმენი ცალსახად ადასტურებს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს ტექსტის შესაბამის ნაწილთან და სიტუაციაში გარკვევისა და შეცდომის გამოსწორებისთვის მზაობას გამოხატავს.

რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბატონი კონგრესმენი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთო ინტერესებს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

დეზინფორმაციის და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ავტორი ნაციონალები დღეს, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებასაც ვეღარ აბამენ თავს და უხერხული დუმილით შემოიფარგლებიან. ვფიქრობ, კიდევ ბევრჯერ მოუწევთ ასეთ მდუმარებაში ყოფნა”, – აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.

კონგრესმენმა დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებული, მას არ დაუწერია.

“მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იგივე შემიძლია უკრაინაზე ვთქვა“, – განაცხადა კონგრესმენმა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – დექსამეტაზონის გამოყენება მიზანშეუწონელია, როცა ციტოკინური შტორმი არ არის გამოხატული
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება