ცოტნე ზურაბიანი: დღეს ირინა ენუქიძის დაბადების დღეა, ეს სახელი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა

ირინა ენუქიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა მოძალადეებისა და მკვლელების ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში, დანაშაულებრივი სისტემის ნგრევაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში ირინა ენუქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით წერს.

“დღეს ირინა ენუქიძის დაბადების დღეა. ეს სახელი ჩვენთვის ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

ქალბატონმა ირინამ უდიდესი წვლილი შეიტანა მოძალადეებისა და მკვლელების ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში, დანაშაულებრივი სისტემის ნგრევაში.

ამ სისტემის ნარჩენები დღეს ფიზიკურად ვეღარ უსწორდებიან ადამიანებს, თუმცა კვლავ ესწრაფვიან ძალაუფლების მოპოვებას და ამას ისევ ფსიქოლოგიური ტერორით, ქაოსის თესვით ცდილობენ, მაგრამ სანამ ჩვენს საზოგადოებაში ირინა ენუქიძის ნათელი ხსოვნა ცოცხლობს, მათ ზრახვებს ასრულება არ უწერია”, – წერს ცოტნე ზურაბიანი.

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტებმა, რომლებსაც რელიგიური მრწამსის გამო გამოცდა არ გადაუდეს, NAEC-ს უჩივლეს
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ზ.ხ. გლდანის ციხეში გადაიყვანეს