29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ცოტნე ივანიშვილი: ქვეყანაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა “ოცნების” მიმართ ცუდად არის განწყობილი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე იվანიშვილმა რუსთავში გამართულ ახალგაზრდულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებაში მმართველი გუნდის მიმართ ახალგაზრდების ნეგატიურ განწყობებზე ყალბი სტერეოტიპია შექმნილი. ივანიშვილის თქმით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჯანსაღი პოლემიკა ყოველთვის იძლევა სიმართლისა და მყარი პოზიციის დაბადების შესაძლებლობას.

ტექსტის გაგრძელება: მისი შეფასებით, მთავარი ამოსავალი წერტილი კამათის დროს სამშობლოს სიყვარული უნდა იყოს. მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ თავადაც ჰყავს განსხვავებული აზრის მქონე მეგობრები:

„თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია იმსჯელოს, იკამათოს. ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია.

მე პირადად მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც რადიკალურად განსხვავებული პოზიცია შეიძლება მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი და საუბარი“, — განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილიახვში დაკარგული რუსი რეჟისორის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაAxios: აშშ-ირანის მემორანდუმით ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ომი სრულდება, თუმცა თელ-ავივი უფლებებს ინარჩუნებს