სიღნაღში ახალგაზრდებთან შეხვედრისას ცოტნე ივანიშვილმა ქვეყნიდან გადინების გამოწვევაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ემიგრაციული ტენდენციების შესაცვლელად და ქვეყნის წელში გასამართად აუცილებელია დრო, ერთობლივი ძალისხმევა და, რაც მთავარია, ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.
„ცხადია, რომ ბევრი პრობლემის გადაჭრა მოითხოვს დროს, მოითხოვს მდგრად სიტუაციას ქვეყანაში, აუცილებელი ფაქტორი ამისთვის არის მშვიდობა… ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით აუცილებლად მჯერა მე, რომ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს ძალიან მკაფიოდ წელში გამართული ქვეყანა და პირიქით, არ არსებობდეს ის მომენტი, ის წასვლის სურვილი“, — აღნიშნა ივანიშვილმა.















