ცოტნე გამსახურდია: “კიდევ ერთხელ მრცხვენია რომ ქართველი ვარ”

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანება“დღეს კიდევ ერთხელ მრცხვენია, რომ ქართველი ვარ… წარმომიდგენია, რას იზამდენ ასეთ დროს ებრაელები: ახლა უკვე ჰაერში იქნებოდა არამხოლოდ მკვლელი, მისი ოჯახი, სახლი, კარი და ყველაფერი, რაც მის სახელს უკავშირდება. ჩვენთან ისიც ვერ გაბედეს, რომ ფულადი ჯილდო დაენიშნათ მკვლელის გასანადგურებლად.
საერთაშორისო ორგანიზაციები “ჩავაყენეთ საქმის კურსში”, დეედა, რაღა ეშველებათ აფხაზებს!
სამაგიეროდ, პომპეზურად აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, და განა ერთს, ორსა!” – წერს ცოტნე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიობამამ კანონმდებლობიდან ამოიღო სიტყვები negro და oriental-ი
შემდეგი სტატიასაქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება