ცოტნე გამსახურდია: “რა სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო გვყავს”

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თუქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველომ  თურქეთის რესპუბლიკას 6 ჰექტარი სადაო ტერიტორია გადასცა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანება

“რა სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო გვყავს… ყველა ასეთ შემთხვევაში, როდესაც არის ტერიტორიული დავა ორ ქვეყანას შორის, ორივე მხარეს აქვს საკუთარი არგუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში დავაც არ იქნებოდა, ხომ? “ჩემია და მორჩა” – ასე ხდება მხოლოდ ღია აგრესიის შემთხვევაში, მაგალითად, რუსეთისა – ყირიმში. აქ სამწუხარო ის არის, რომ საგარეო იზიარებს და საკუთარ მოსახლეობას არწმუნებს ექსკლუზიურად თურქული მხარის პოზიციაში!
თუ დავა მიმდინარეობს უკვე ორმოც წელზე მეტია, ე.ი. არის კიდეც სადაო ალბათ, არა? თუ ვინმე ივერი მელაშვილი და დღევანდელი საგარეო საქმეთა საბავშვო ბაღი გამოდგა უმაღლესი ინსტანციის ჭეშმარიტების მფლობელი?!
და კიდევ: მაინტერესებს, ეს მინისტრის მოადგილე მელაშვილი და სხვები, რამე რო იყოს, საკუთარი ეზოდან ან სახლიდან რამდენ მეტრს მაჩუქებენ?”-წერს გამსახურდია.

საქართველოს მიერ თურქეთისათვის გადაცემული ტერიტორიის ფოტოები თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ოდესაში ნაციონალური გვარდიის 300 მებრძოლი ჩავიდა
შემდეგი სტატია„რესპუბლიკურ პარტიას“ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტიების შესაქმნელად, ალტერნატიული კანონპროექტი აქვს მომზადებული