ცოტნე გამსახურდიაზე გაკეთებული განცხადებებით ოპონენტებმა ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ცოტნე გამსახურდიაზე გაკეთებული განცხადებებით ხელისუფლების ოპონენტებმა თავის ლიდერთან ერთად, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრეს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი, საზოგადოებაში დაპირისპირების განვითარებაა.

„მაშინ არ იყო პოლიტიკური სარჩული, როცა სამშობლოს ღალატისთვის ცოტნე გამსახურდია ციხეში ჩასვეს, ხერხემალი დაუზიანეს და წამებას ასმენინებდნენ, რაზეც თავის წერილებში წერდა? ახლა თავდასხმას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ მოვლენასთან და ისე გამოდის, რომ ამ საშინელ დანაშაულს პოლიტიკური სარჩული უნდა დაუდონ? ეს მიგვანიშნებს არა იმ რეალობაზე, რაც მოხდა, არამედ იმ რეალობაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს აღვირი და მისი ერთადერთი მიზანია საზოგადოებაში დაპირისპირების განვითარება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია
შემდეგი სტატიამარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს