ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ოთხი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის შეცვლას გირაოთი ითხოვდა, ხოლო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვდა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. სხდომა 14 მაისისთვის გადაიდო.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი სამი პირი. ხუთი ბრალდებულიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ოთხს აქვს შეფარდებული.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის განაჩენია
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა