ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა

ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება.

გადაიყვანენ თუ არა გამსახურდიას მკურნალობისთვის საზღვარგარეთ, ოჯახს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

ცოტნე გამსახურდიას დანით დაზიანებები თავისა და ფილტვის არეში აქვს მიყენებული.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ცოტნეს გადაყვანა ოჯახს ნამდვილად სურს, თუმცა ექიმის რეკომენდაციას ელოდებიან.

“ყოველდღე ვნახულობ და მდგომარეობა სტაბილურია, უბრალოდ ხანგრძლივი პროცესია გამოჯანმრთელება. ჩემი და ყველას სურვილია, რომ ის გადავიყვანოთ საზღვარგარეთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული,” – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ფონიჭალაში 6 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია-მთავრობას და ოპოზიციას სხვადასხვაგვარად გვაქვს განაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას