ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე განცხადებით, ხვალ დამატებითი კვლევებია დაგეგმილი.

“პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა, კვლავინდებურად მძიმე რჩება. შესაბამისად, მკურნალობის მოცულობა ამ ეტაპზე უცვლელია. დაგეგმილი გვაქვს ტომოგრაფიული გამოკვლევა, ხვალ გაკეთდება თუ შაბათს, ჯერ ვერ გეტყვით. ეს არ არის გადაუდებელი გამოკვლევა, ეს არის წინასწარ შეთანხმებით გამოკვლევა, შესაბამისად ხვალ, მაქსიმუმ, ზეგ გვაქვს დაგეგმილ” – აღნიშნა ექიმმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: 1 აპრილიდან, შსს-ს თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება
შემდეგი სტატიახელისუფლება კი არა, ღორების ბრიგადაა! – ნოდარ ხმალაძე