ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

გამსახურდია ხეჩინაშვილის კლინიკაში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მედიკოსების გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
“პაციენტი კვლავ სტაბილურად მძიმეა. გართულებას ადგილი არ ჰქონია. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ,” – აღნიშნა ექიმმა ბესარიონ გოგიტიძემ.

გამსახურდია 4 დღის წინ ვერაზე, გალის ქუჩაზე დაჭრეს.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

​რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაში(Video) სარეკლამო კომპანია “პანდა”, რომელსაც რამოდენიმე დღის წინ Facebook-მა გვერდები დაუბლოკა, ვიდეო მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიათალაკვაძემ სინდისის ყველა ძარღვი ამოიგლიჯა – ნათელაშვილი