ცოტნე გამსახურდიას ემოციური პოსტი პროკურატურიდან – შიმშილობის მეექვსე დღე

,,ვზივარ ახლა და ვუყურებ, როგორ ფრიალებს საქართველოს დროშა ამ შავბნელი შენობის თავზე, და მეფიქრება:
ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მამაჩემმა თავის ცხოვრება შეალია და სახელმწიფოდ აქცია, ვშიმშილობთ მისი მკვლელობის გამოძიებისთვის”- წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.

პროკურატურასთან შიმშილობის მე-6 დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ხელისუფლებას ორი მოთხოვნით მიმართავენ.

როგორც კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე უშედეგო გამოძიებაში დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხს დაადგენს.

ასევე ისინი საკანონმდებლო ნორმის ცვლილებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მეთაურების და მაღალი თანამდებობის პირების საქმეებზე ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა უნდა გაუქმდეს და უვადოდ გაიზარდოს.

ამასთან, პირველი პრეზიდენტის შვილები დიპლომატიურ კორპუსს ზვიად გამსახურდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას, რომელიც განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის საზოგადოებრივი მისაღების შენობაში ექვსი დღეა შიმშილობენ. მათ პროკურატურამ შიმშილობის პირველ დღეს შეხვედრა შესთავაზა, რაზეც გამსახურდიებმა უარი თქვეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – ეს არის ნერვების თამაში, ცდილობენ დროის გაწელვას
შემდეგი სტატიასუს-მა ომბუდსმენს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო