ცოტნე გამსახურდია: მართლაც სამყაროს წესრიგის უცნაური და საოცარი გამოვლინებაა მასში

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

მართლაც სამყაროს წესრიგის უცნაური და საოცარი გამოვლინებაა მასში, რომ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დაბადების დღეები გადაჯაჭვულია საქართველოს დამოუკიდებლობასთან. დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა, დამოუკიდებე საქართველოსთან ერთად, და 31 მარტის რეფერენდუმიც სრულიად შემთხვევით დაემთხვა მამას დაბადების დღეს, ეს ბევრს ახსოვს. მოკლედ, რაიმე მიზეზ-შედეგობრიობა აქ არ არსებობს,უბრალოდ ასეა. სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, რომ აპრილი და მაისი, წლის ორი უმშვენიერესი თვეა საქართველოს თავისუფლებასთან და ხსენებულ ორ ადამიანთან დაკავშირებული.

აი, რაშიც ჭეშმარიტად არსებობს მიზეზ-შედეგობრიობა ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა სისხლხორცეულ კავშირშია ჩვენს სისუსტეებთან. სუსტია, რადგან ჩვენ ვართ სუსტები და უვარგისები, ხარბი, მშიშარა, აქედან გამომდინარე – მხოლოდ საკუთარ ტყავზე მოფიქრალი ტიპები. და ასეთი ქვეყანაც გვაქვს, რომელსაც ყველა თავში წამოარტყამს, ვისაც არ დაეზარება. ამიტომ პატრიოტიზმი გულზე ხელების ბაგუნით კიარა, თვითანალიზით, თვითჩაღრმავებით და გამოსწორებით უნდა დავიწყოთ.

გილოცავთ დღევანდელ დღეს.

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში 16 წლის გოგოს ეძებენ, რომელიც დინებამ წაიღო
შემდეგი სტატიანინო ჩხეიძე: ვის დონეზე და რა კრიტერიუმით ხდება შერჩევა არტისტების ?