ცოტნე გამსახურდია: შევარდნაძე რომ მონათლა ქაშვეთში, იმაზეც ეგრე თქვა: მძიმე ჯვარი აქვს…

“შევარდნაძე რომ მონათლა ქაშვეთში, იმაზეც ეგრე თქვა: მძიმე ჯვარი აქვს, მაგრამ ვინც მისცა ეს ჯვარი, მან მისცა მისი ტარების ძალაცო 😄 ამ ჯვრით სპეკულაციებს ვეღარ შეეშვა, დახელოვნებულია! მორჩენილია ზეიმი, მალე ჩაბარდებით ისტორიას თქვენი ფარისევლობით, სიცრუით და მომხვეჭელობით! ვეღარ გიშველით ერთი მუჭა, ნასუფრალს შეჩერებული ბრმევლი, ხალხი ასე იოლად აღარ ტყუვდება”-ასე ეხმაურება ცოტნე გამსახურდია ილია მეორის განაცხადებას, რომელიც სამების ტაძარში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

 

“ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა. ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მიიტანოთ თქვენი ჯვარი. ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს, მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მძიმეა, აუტანელად მძიმეა სხვისი ჯვარი. ადამიანის ცხოვრება უნდა გამოსახავდეს ჯვარს; ეს არის, სწრაფვა ღვთისაკენ, მაღლა ზეცისაკენ და ადამიანისაკენ. აი, ეს ჯვარი ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახოს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა, ყოველმა ადამიანმა ბოლომდე მიიტანოს ჯვარი და გახდეს მკვიდრი სასუფევლისა. დღეს განსაკუთრებული დღეა, დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია – პირველი პრეზიდენტი საქართველოსი, მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისთვის. შევასრულებთ პანაშვიდს მისი სული მოსახსენებლად ”-ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა  საკვირაო ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა გვებრძოლოს ჩვენ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – „შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მიმართულება გაუჩნდა – ეს გახლავთ ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში“