ცოტნე გამსახურდია: საქართველო დიდხანს არ დარჩება თქვენს ჭაობში და პასუხს აგებ, ბიძინე ვეღარ გიშველის!

კაცუნა გომელაური! ბიძინეს დაცვის ყოფილ უფროსს ჯერ არ მახსოვს რომელიმე რუსი ჯაშუში დაეჭიროს აქ, ან რამე ღონისძიება განეხორციელებინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ინტერესებში, ან რაიმე მტრული ქსელი აღმოეჩინოს… მხოლოდ სესიაშვილის ნასამართლევი შვილის დასაქმებით, მექრთამე მოადგილე გოგაშვილით და რუსეთში ტერაბაიტი საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვით არის ცნობილი!
სამაგიეროდ თბილისში იტაცებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებზე მუშაობს და ნივთივით, რაიმე ექსტრადიციის პროცედურის, სასამართლოს თუ გამოძიების გარეშე გადასცემს საწამებლად და სასიკვდილოდ…
მოიცადე, მალე გაიზიარებ წინამორბედის ბედს, საქართველო დიდხანს არ დარჩება თქვენს ჭაობში და პასუხს აგებ, ბიძინე ვეღარ გიშველის!

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიქალმა საყვარელი ტაფით მოკლა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის ოპოზიცია ხელს ოფიციალურ თბილისის ადებს