ცოტნე გამსახურდია სანქტ-პეტერბურგში მოხმდარი ტერაქტში „ფე-ეს-ბე“-ს კვალს არ გამორიცხავს

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

„რუსეთში მასობრივ საპროტესტო აქციებს და მათ მიმართ ხელისუფლების ხისტ და არაადაეკვატურ დამოკიდებულებას ძალზე საეჭვოდ მოჰყვა ტერაქტების სერია სანქტ-პეტერბურგში,“ – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტენ გამსახურდია „ფეისბუქში“ წერს და იქვე, 1999 წლის ტერაქტების სერიას იხსენებს, რომელშიც, გამსახურდიას თქმით, „ფე-ეს-ბე“-ს თანამშრომლები იყვნენ შემჩნეული და სწორედ იმ ტალღას მოჰყვა პუტინისა და სპეცსამსახურების გუნდის აღზევება.
„დღესაც ვიკითხოთ, ვის აწყობს ეს ტერაქტების სერია რუსეთში? ქვეყნის ხელისუფლება უპირობოდ გააძლიერებს უშიშროებას და რეჟიმს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საბაბით, ყურადღება სრულად გადავა ანტიტერორისტულ საფრთხეზე, ოპოზიცია და ქუჩის აქტივობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება, კვლავ და კვლავ გაძლიერდება რუსეთისათვის ტრადიციული „ძლიერი ხელის“ საჭიროება… მგონი, საკმარისია. ასევე, საეჭვოდ სწრაფად და ეფექტურად “აიტაცა” ეს ტერაქტების საფრთხე რუსეთის ხელისუფლებამ მედიაში. ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია!“

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ-საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო