ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლში გადაჰყავთ

ცოტნე გამსახურდია მკურნალობას სტამბოლში გააგრძელებს. ის თურქეთში თვითმფრინავით გადაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას Imedinews-ი ავრცელებს.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაში” ანაკლიის პროექტს ვერავინ ჩაშლის, არ დაიჯეროთ, არსებობს ინვესტირებული მილიონობით თანხა”
შემდეგი სტატიაბანერსაც დავდგამ – მაჩალიკაშვილი პარლამენტთან მივიდა