ცოტნე გამსახურდია სამეგრელოს მოუწოდებს

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს“ახლა ხომ გამოჩნდა ცხადად, რატომ გააუქმეს თვითმმართველობები? იმდენად ღრმა უკანალში არიან ქოცნი, გუბერნატორის მოადგილის გარდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დასანიშნი ვერავინ ნახეს! მხოლოდ ადმინისტრაცილი რესურსის მობილიზაციის იმედად არიან, დღესვით ნათელია…

აქვე დავამატებ: ვისაც სამეგრელოში კონსტანტინე გამსახურდიას, ზვიად გამსახურდიას თუ ამ სიტყვების ავტორის პატივისცემა და სიყვარული შერჩენია, ხმა არ მისცეს ამ ქვეყნის დამანგრევლებს, კორუფციონერებს, მოდერნიზებულ შევარდნაძის ნომენკლატურას!”-ასე ეხმაურება ცოტნე გამსახურდია “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად დავით კოდუას დანიშვნის ფაქტს.

რამდენი საათის წინ, ცნობილი გახდა რომ “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბს დავით კოდუა უხელმძღვანელებს-ინფორმაცია “თაიმერს” თავად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ დაუდასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც რამდენიმე დღეა სამეგრელოში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კაკაბაძე ,,ყაჩაღი და ქვეყნის დამაქცევარი კალაძის წინააღმდეგ,,
შემდეგი სტატიათბილისის მერია “კურიერში” გასულ სიუჟეტს განცხადებით ეხმიანება