ცოტნე გამსახურდია: მოკლულის, თუნდაც მტრის ცხედრით სპეკულირება ფაქტობრივად არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

“ადრეც მაქვს დაწერილი და ახლაც გავიმეორებ: პიროვნულად, ადამიანური ურთიერთობების ჭრილში მე ცუდი ოსი არ შემხვედრია… გამიმართლა. არ მაქვს ახლა საუბარი მოსკოვის მიერ მართულ ძალებსა და მათ დესტრუქციულ როლზე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, კარგად ვიცი, დამერწმუნეთ. პიროვნულად მე, ცოტნე გამსახურდიას, მიუხედავად გვარ-სახელისა და ეროვნული კუთვნილებისა, უამრავი სიკეთე და კეთილშობილება მახსოვს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში სხვადასხვა ფენისა და პროფესიის ოსებისაგან, რომელთაც იცოდნენ ვინ ვიყავი, ან არ იცოდნენ. სიცოცხლეც გადაურჩენიათ… ბედის უკუღმართობით ცხოვრების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა სახელებითა და გვარებით მაქვს გატარებული. სხვათა შორის, ციხეში, ორ თვეზე მეტი მაქვს ნაშიმშილარი ოსი პატიმრის, დათო ბესტაევის წამების წინააღმდეგაც…

მაგრამ ის, რაც გუშინ ცხინვალში მოხდა, იყო სრულიად ამაზრზენი და მდაბიო. როდესაც იქაურმა მაცხოვრებლებმა გამართეს აქცია ტატუნაშვილის ცხედრის არგადაცემის მოთხოვნით! ეს არავითარ წესსა თუ ადათში, კავკასიურ თუ ზოგადადამიანურ ნორმასა თუ ტრადიციაში არ ჯდება. მოკლულის, თუნდაც მტრის ცხედრით სპეკულირება ფაქტობრივად არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, რაგინდ ცხარე ომისა და დაპირისპირებისას…
ბევრი რამ მინახავს ისეთი, რაც არ უნდა ნახოს ადამიანის თვალებმა, მაგრამ ასეთი არაფერი მახსენდება 😞 და სიძულვილმა სიკვდილის მიჯნა არ უნდა გადალახოს!

სამარცხვინოა… მაგრამ ყოველ დაცემას, ფსკერს, სამყაროში აღმასვლა მოსდევს და იმედი მაქვს, აქაც ასე მოხდება. მეტად დაცემა ალბათ შეუძლებელია-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიაში მიმავალი თვითმფრინავიადან 5 მილიონი დოლარი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთი ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის გამო რუსეთს სანქციებს დაუწესებს