ცოტნე გამსახურდია: მივდივარ არჩევნებზე და შემოვხაზავ ხუთიანს იმიტომ, რომ…

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს“მივდივარ არჩევნებზე და შემოვხაზავ ხუთიანს იმიტომ, რომ:

მიმაჩნია, ერთი განსხვავებული ძალის პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ მამხილებელი ფუნქცია აქვს დარჩენილი, ქვეყნისთვის უკეთესია, ვიდრე 100 პროცენტიანი ხიხოკრატია!

რადგან ხელისუფლება მეტს აკეთებს ხალხის სასიკეთოდ, როცა კონკურენტის მეტი შიში აქვს, და ფეხზე ჰკიდია მოსახლეობა, როცა საჭესთან მარტო.

მესამე ძალის გამოკრისტალებას პლურალიზმი და კონკურენცია მეტად შეუწყობს ხელს, ვიდრე ხიხოს თურქმენისტანი.

რადგან ფრთოსანი ანგელოსიც რომ იყოს სახელისუფლებო კანდიდატი, თუ პიროვნების თვისებებზე წავა ლაპარაკი, უკონკურენტო ძალაუფლება მასაც კი გახრწნის!

და ბოლოს, სწორედ მონები ქმნიან ტირანებს. სწორედ ეს ერთპარტიულობა რყვნის ხელისუფლებებს და დროა, ეს გავიგოთ!”-წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ამომრჩეველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიატვ პირველის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფა – შსს-მ გამოძიება დაიწყო