ცოტნე გამსახურდია: მას შემდეგ, რაც ბიძინეს უწიგნური უწოდა, შენგელაია აღარაა კულტურის გამოჩენილი მოღვაწე?

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადესშენგელაიას და მისთანათა შესახებ

ამ ნაძირლებმა ქვეყანა დააქციეს, დადასტურებულად მონაწილეობდნენ შეიარაღებულ გადატრიალებაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მხარს უჭერდნენ უდანაშაულო ხალხის ხვრეტას, წამებას, დაპატიმრებას, ქვეყნის ძარცვას და ჯართად გაყიდვას, ანაბრების მითვისებას, ადამიანებისთვის ყველა უფლების ჩამორთმევას, რათა თავად ყოფილიყვნენ მაძღარი და დაფასებული.

ამ ბოზების კოჰორტას ივანიშვილი, მიუხედავად ზემოთქმულისა, აჭმევდა და აჭმევს წლების მანძილზე “კულტურაში შეტანილი წვლილისათვის”. არ შევუდგები ახლა მათი წვლილის რეალურ შეფასებას და განხილვას, ეს სცდება ამ წერილის ფარგლებს. ის, რაც აქ ცალსახაა, მათი ეთიკურ-ზნეობრივი მხარე გახლავთ, უფრო სწორედ, ამ მხარის არარსებობა.

და უცებ, მოულოდელად უწყვეტს დახმარებას პიროვნული უმადურობის გამო… გასაგებია და სრულად ვიზიარებ, რომ უმადურობა საშინელი სიმდაბლეა. მაგრამ არაა მასზე უარესი, რაც ამ ტიპუსებმა ჩაიდინეს და მაინც ეხმარებოდი. გამოდის, განმსაზღვრელი შენზე ნათქვამი ორი სიტყვა ყოფილა? ანდა, მას შემდეგ, რაც ბიძინეს უწიგნური უწოდა, შენგელაია აღარაა კულტურის გამოჩენილი მოღვაწე?

ისე კი, ამ ბებერმა ნაძირალამ ცხოვრებაში პირველად თქვა სიმართლე და მისთვისაც დაისაჯა!
მაგრამ ამით დანარჩენმა ხროვამ გაკვეთილი მიიღო, მეტჯერ აღარ შეეშლებათ- წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიერთ წელიწადში მსოფლიოში სამი მილიონი ლტოლვილი გაჩნდა
შემდეგი სტატიადეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის სამსახურეობრივი ავტომობილი სამარშრუტო ტაქსის შეეჯახა