ცოტნე გამსახურდია: ხალხი დაიღალა, დემორალიზებულია ამდენი სისულელით, შეცდომით, იმედგაცრუებით

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

ნეპოტიზმი, არაკომპეტენტურობა და სიბრიყვე, ცალკეული ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნეს-ჯგუფების სიხარბე და კორუფცია ანგრევს ამ ქვეყანაში იმ მცირესაც, რის შექმნაც ამ ორნახევარი ათეული წლის მანძილზე მოვასწარით…

ერთი პროცენტი ჭამს, დანარჩენი – მშიერია და მხოლოდ ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი. ხალხი დაიღალა, დემორალიზებულია ამდენი სისულელით, შეცდომით, იმედგაცრუებით. არადა, რამ დაღალა? ვისი ბრალია, რომ ამდენი და ელემენტარული შეცდომები დაუშვა? ვისი ბრალია, რომ ამ შეცდომების განზოგადება და შესაბამისად – გამოსწორება არ შეუძლია?

შევარდნაძე ძაღლმისაკვდომზე გამწარებულებმა განუსაზღვრელი ნდობის მანდატი მივეცით ნაციონალურ მოძრაობას. აღმშენებლობასა და სასიკეთო ცვლილებებთან ერთად ბოლოს მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო: აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად.

სააკაშვილის ზღვარგადასულობაზე გამწარებულებმა ხარბი და ეგოცენტრული ოლიგარქი მოვიყვანეთ, რომელმაც პირველივე არჩევნებზე თუ ვერა, მეორე ვადისას მაინც “გაკრიფა შუა” ისევ ჩვენი პასიურობის წყალობით, მოსპო ყოველგვარი პლურალიზმი და სააკაშვილზე უარესად მოახდინა ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია. და ასე სურს გააგრძელოს უკუნითი უკუნისამდე…

არ არის დრო, რომ ამ შეცდომების გათვალისწინებით დაიწყოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია რაიმე, თუნდაც უზოგადეს ფორმატში, მეტ-ნაკლებად ორგანიზებულის, სადაც მეტ საერთოს ვნახავთ ერთმანეთში, ვიდრე განსხვავებას? სადაც მხოლოდ ქვეყნის სიკეთის სურვილი გაგვაერთიანებს… სადაც არავის ექნება გადამწყვეტი ხმების პაკეტი და კოლეგიალური, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება მოხდება.

თუ ვაძახოთ ცუდი და ვლანძღოთ ერთმანეთი, და ველოდოთ ცალ-ცალკე მონებად როდის გაგვყიდის ეს პატრონძაღლი???-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკა ზედმეტად გაუბედავია
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: ქართული ოცნების სამარცხვინო და პოლიტიკური სპეკულაცია ახალგაზრდა ქალის სისხლით