ცოტნე გამსახურდია ხაინდრავას თუ მაინცდამაინც მძორი არ გასვენებს, ჯერ ისტორია წაიკითხე ხოლმე

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს„ეკლესიის ხსენება ინდულგენცია გახდა ყველა სინჯის გარეწრისათვის!“-ამის შესახებ „ფეისუბქში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია წერს და გოგა ხაინდრავას მიმართავს, რომელიც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრეა: „არა, გოგა, დამპყრობელი მონარქიას და ეკლესიას კი არა, ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძოდა და ხშირად ეკლესიასთან ერთად აკეთებდა ამას. მაგალითად, როგორც 1921 წელს ამბროსი ხელაია აღმოჩნდა უმცირესობაში, და 1992 წელს – როცა ეროვნულ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა ეკლესიის მხარდაჭერით და როცა შენ რუსული იარაღით უიარაღო ხალხს ესროდი. შენს ადგილზე ხმას არ ამოვიღებდი, და თუ მაინცდამაინც მძორი არ გასვენებს, ჯერ ისტორია წაიკითხე ხოლმე!“ – წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: „ჯოჯოხეთის მოწყობის მუქარის ავტორებს“ წარსულს ახსენებს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ