ცოტნე გამსახურდია: „ივანიშვილს ვერჩით გარეწრების აღზევებას!“

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს„ერთი მეგობარი მეკითხება, რას ერჩით ბიძინა ივანიშვილს, რა ქნას, ამ ერთმა კაცმა ააშენოს ქვეყანაო?“ – წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი სოციალურ ქსელში და იქვე, თავის პასუხსაც აქვეყნებს:
„მართლა ვერ ხვდებით, რას „ვერჩით“? ვერჩით იმას, რომ ყველაფრის გაკონტროლება უნდა და თან – ამის უსასრულოდ გაგრძელება! ვერჩით იმას, რომ ჩაკეტილი აქვს მთელი პოლიტიკური სისტემა და ქვეყანა ერთ დიდ ბაზრობად უნდა აქციოს და თავის კარ-მიდამოდ! ვერჩით, რომ მხოლოდ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოყოფს ცხვირს, დააყენებს ტყუილების კორიანტელს, გააჩაღებს აღებ-მიცემობას და მერე შარშანდელი თოვლივით იკარგება, და მხოლოდ საკუთარ ბიზნეს-იმპერიაზე ზრუნავს! ვერჩით უამრავ ტყუილს, უსამართლობას, უთანასწორობის დამკვიდრებას და გარეწრების აღზევებას, სამართლიანობის ცნების დევალვირებას, საქართველოს პროვინციალიზაციას საგარეო პოლიტიკურ არენაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას და კორუფციის და არაფორმალური ურთიერთობების აყვავებას!კიდევ მოგახსენოთ, თუ საკმარისია?”-წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა ხუთეულში ლადო ჭანტურია ლიდერობს
შემდეგი სტატიაიაპონია შიშმა მოიცვა-ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იაპონიის ტერიტორიაზე დაეცა